პროექტი „სიმეტრია“
პრობლემა :
მოსწავლეებს უჭირთ
მიღებული ცოდნის დაკავშირება მათ გარშემო არსებულ რეალობასთან
შეძენილი ცოდნის
გამოყენება პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას
დაკვირვების შედეგის სიტყვიერად ჩამოყალიბება
დასკვნის გამოტანა
ვადები : 04.04.2014 – 15.04.2014
მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს
ბრტყელი ფიგურის სიმეტრიული ფიგურის აგება მითითებული სიმეტრიის ღერძის მიმართ
სიმეტრიული ფიგურების
მიხედვით სიმეტრიის ღერძის აღდგენა,
სიმეტრიული ფიგურების
მიხედვით სიმეტრიის ღერძების გამოსახვა
გაუმყარდეს წარმოდგენა,
რომ სიმეტრიული ფიგურები ტოლია
სიმეტრია შენიშნოს
ბუნებაში, ბგერებში ხელოვნებაში
განივითაროს ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, შედარების,
პრეზენტაციის, შემოქმედებითობის, გარემომცველი სამყაროს შესაბამის ჭრილში აღქმის უნარ-ჩვევა
ინდიკატორები:
მათ.VI. 8. ახდენს გეომეტრიული გარდაქმნების დემონსტრირებას
·
პოულობს
ფიგურათა სიმეტრიული კონფიგურაციის სიმეტრიის ღერძს / ღერძებს და ასაბუთებს პასუხს
აქტივობები:
თემის „სიმეტრია“
განხილვის შემდეგ კლასს შევთავაზე აღნიშნული თემის განხილვა სხვადასხვა კუთხით ჯგუფებში
და 10 დღის ვადაში ნამუშევრების წარმოდგენა
საპრეზენტაციო პროგრამაში ან ფორმატზე.
მოსწავლეები გადანაწილდნენ ჯგუფებში და იმუშავეს პროექტზე შემდეგი
მიმართულებებით:
სიმეტრია არქიტექტურაში
სიმეტრია ბუნებაში
სიმეტრიული დროშები
სიმეტრიული ასოები
სიმეტრიული გეომეტრიული
ფიგურები
პროექტის მიმდინარეობის
მანძილზე ჯგუფები პერიოდულად მწვდიდნენ ინფორმაციას მოძიებული მასალებისშესახებ
15.04. 2014 .მოსწავლეებმა
წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები ფორმატებზე და საპრეზენტაციო პროგრამაში
თითოეულ ჯგუფს საკუთარი
ნაშრომის პრეზენტაციის შემდეგ მომზადებული ჰქონდა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული
კითხვები თანაკლასელებისთვის
მოსწავლეებმა ჯგუიფის
თითოეული წევრის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ
ინფორმაცია დაწერეს ფურცლებზე აქვე უპასუხეს კითხვებს:
რით იყო ეს პროექტი
თქვენთვის მნიშვნელოვანი?
რას შეცვლიდით სხვა
პროექტზე მუშაობის დროს?
შეფასება : განმავითარებელი, განმსაზღვრელი
იმ მოსწავლეების ნაშრომები, რომლებსაც გარკვეული უზუსტობები
ჰქონდათ დაშვებული ან დაიბნნენ პრეზენტაციის დროს, შევაფასე განმავითარებელი კომენტარებით, ხოლო საუკეთესო
ნაშრომები შეფასდა განმსაზღვრელი შეფასებით.
შედეგი:
მოსწავლეებმა შეძლეს შესწავლილი თემის დაკავშირება
გარემომცველ სამყაროსთან ,
წარმოადგინეს თემა სხვადასხვა ჭრილში,
გაუმყარდათ წარმოდგენა სიმეტრიაზე,
შეუძლიათ სიმეტრიული
ობიექტების სიმეტრიის ღერძების დასახელება,





